Sunday, July 4, 2010

მოსახლეობის მიგრაცია ზემო აჭარაში(სოფლიდან ქალაქში)

მთავარი იდეა/თემა: მოსახლეობის მიგრაცია ზემო აჭარაში(სოფლიდან ქალაქში)

მნიშვნელობა/აქტუალობა: დღეისათვის ეს პროცესი აქტუალურია იმით რომ მოსახლეობამ დაიწყო სოფლიდან ქალაქში გადასვლა საცხოვრებლად. ეკონომიკური პროცესების გამო.მოსწავლეებს დაეხმარებათ ამ პროცესების, მიზეზები კვლევაში.

მიზნები და შედეგები: მიზანი არის მოსახლეობის დარჩენა თავიანთ სოფელში. შედეგი იქნება ის რომ დატოვებენ სოფელს და სოფელი აღარ იფუნქციება, აღარ იარსებებს.

შეფასების საგანი და პროცედურები: ინფორმაციის მოძიება, მსჯელობა.ინტერვიუები, გამოკითხვა. მოსწავლეები შეფასდებიან კრიტერიუმებით: ერთმანეთის მოსმენა და იდეების გაზიარება. შემდეგ მოხდება შეფასება. დადებით და უარყოფით ნიშნებით.

რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ: მოსწავლეებმა იციან ის რომ ეს პროცესები ხდება ნებაყოფლობით ან იძულებით. იძულებით იმ შემთხვევაში თუ მას მცირე მიწიანობა და ბუნებრივმა მოვლენებმა შეუქმნა საშიშროება(საფრთხე).

რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო: სახელმძღვანელო. აუდიო და ვიდეო მასალა.ინტერნეტი google

სასწავლო პროექტის მსვლელობა: საშუალო საფეხური. IX კლასი. 2–3 საგაკვეთილო პროცესს.

Wednesday, June 30, 2010

პროექტი
1. მთავარი იდეა/თემა: მოსახლეობის მიგრაცია.
მიგრაცია რამდენიმე სახისაა:
a) შიდა და გარე,
b) მუდმივი და დროებითი,
c) ნებაყოფლობითი და იძულებითი.
2. გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:
a) ეკონომიკური,
b) სოციალური,
c) პოლიტიკური,
d) რელიგიური,
e) ეკოლოგიური.
3.მნიშვნელობა.
მოცემულ ადგილიდან მოსახლეობის წასვლას ემიგრაცია ეწოდება. ხოლო ჩამოსულს კი იმიგრაცია.
4. რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ.
a) დაახლოებით რამდენი % წასული საქართველოდან სამუშაოდ სხვა ქვეყანაში.
b) რა შეიძლება იყოს ამ პროცესების გამომწვევი მიზეზები. სად ხდება ეს პროცესები:
· სოფლიდან ქალაქში,
· ქალაქიდან ქალიქში,
· სოფლიდან სოფელში,
· ქალაქიდან სოფელში.