Sunday, July 4, 2010

მოსახლეობის მიგრაცია ზემო აჭარაში(სოფლიდან ქალაქში)

მთავარი იდეა/თემა: მოსახლეობის მიგრაცია ზემო აჭარაში(სოფლიდან ქალაქში)

მნიშვნელობა/აქტუალობა: დღეისათვის ეს პროცესი აქტუალურია იმით რომ მოსახლეობამ დაიწყო სოფლიდან ქალაქში გადასვლა საცხოვრებლად. ეკონომიკური პროცესების გამო.მოსწავლეებს დაეხმარებათ ამ პროცესების, მიზეზები კვლევაში.

მიზნები და შედეგები: მიზანი არის მოსახლეობის დარჩენა თავიანთ სოფელში. შედეგი იქნება ის რომ დატოვებენ სოფელს და სოფელი აღარ იფუნქციება, აღარ იარსებებს.

შეფასების საგანი და პროცედურები: ინფორმაციის მოძიება, მსჯელობა.ინტერვიუები, გამოკითხვა. მოსწავლეები შეფასდებიან კრიტერიუმებით: ერთმანეთის მოსმენა და იდეების გაზიარება. შემდეგ მოხდება შეფასება. დადებით და უარყოფით ნიშნებით.

რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ: მოსწავლეებმა იციან ის რომ ეს პროცესები ხდება ნებაყოფლობით ან იძულებით. იძულებით იმ შემთხვევაში თუ მას მცირე მიწიანობა და ბუნებრივმა მოვლენებმა შეუქმნა საშიშროება(საფრთხე).

რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო: სახელმძღვანელო. აუდიო და ვიდეო მასალა.ინტერნეტი google

სასწავლო პროექტის მსვლელობა: საშუალო საფეხური. IX კლასი. 2–3 საგაკვეთილო პროცესს.